07/10/2021
11:13
საზოგადოება
ისრაელში ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც ჯანდაცვის 4800 მუშაკი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ვაქცინის ორი დოზის მიღების შემდეგ ანტისხეულების დონე სწრაფად მცირდება „განსაკუთრებით მამაკაცებში, 65 წელზე უფროსი ასაკისა და იმუნოსუპრესიის მქონე პირებში“.
კვლევამ, ასევე აჩვენა, რომ იმუნიტეტი უფრო დიდხანს გრძელდება იმ ადამიანებში, რომლებიც კორონავირუსის გადატანისა და გამოჯანმრთელების შემდეგ აიცრნენ.
”საერთო ჯამში, ჩვენი და სხვა კვლევების შედეგად მიღებული მტკიცებულება აჩვენებს, რომ კორონავირუსით ადრე ინფიცირებულ პირებში გრძელვადიანი იმუნური რეაქცია და ვაქცინის ეფექტურობა აღემატება სრულად აცრილი ადამიანების იმუნიტეტს”, - წერენ მკვლევარები.
მეორე კვლევა კატარში ჩატარდა, სადაც მოსახლეობა, ძირითადად, Pfizer/BioNTech-ის [ასევე ცნობილია, როგორც BNT162b2] ვაქცინით აიცრა.
"BNT162b2-ით კორონავირუსისგან დაცვა სწრაფად ძლიერდება პირველი დოზის მიღების შემდეგ, ხოლო პიკს აღწევს მეორე დოზის შემდეგ პირველ თვეში და შემდეგ თანდათან მცირდება მომდევნო თვეებში. იმუნიტეტის კლება მეოთხე თვიდან ჩქარდება და მომდევნო თვეებში 20%-მდე ეცემა. მიუხედავად ამისა, კვლევის მიხედვით, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან დაცვა 90%-ზე მეტი იყო. ვირუსით დაინფიცირებისგან შემცირებული დაცვა დაკავშრებულია ადამიანთა ქცევასთან. ვაქცინირებულ პირებს, სავარაუდოდ, სოციალური კონტაქტის უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე არავაქცინირებულ პირებს და, ასევე უსაფრთხოების ზომებსაც ნაკლებად იცავენ. ამ ქცევამ შეიძლება რეალურად შეამციროს ვაქცინის ეფექტურობა მის ბიოლოგიურ ეფექტურობასთან შედარებით.
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყნები უნდა მოემზადონ Covid-19-ის შემთხვევების კვლავ მომატებისთვის. ეს დასკვნები იმაზე მეტყველებს, რომ ვაქცინირებული მოსახლეობის დიდ ნაწილს შეიძლება შეუსუსტდეს იმუნიტეტი უახლოეს თვეებში, რაც, სავარაუდოდ, ახალი ეპიდემიური ტალღების პოტენციალს გაზრდის", -წერენ Weill Cornell Medicine-Qatar-ის მკვლევარი, ლაით აბუ-რადადი, და მისი კოლეგები.
0
0