
არც არჩევნებია გამოსავალი და არც ბოიკოტიო. მეხუთე პრეზიდენტია თუ სათითურებიანი შულერი? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით წერს.
ცისკარიშვილი ეხმაურება საპროტესტო აქციაზე სალომე ზურაბიშვილის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ზურაბიშვილი ამბობს: „პასუხი ყველაფერზე არის ერთობა, ერთობა არის გამარჯვება. გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც ბოიკოტით, არც შიმშილობით, არც არაფერი სხვა ხერხით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა“.
„ჯერ ვერ ბედავს პირდაპირ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე ღია განცხადების გაკეთებას (ელენეს შიმშილობის, სინსიდის პატიმრების და მათი ოჯახების განწყობის ფონზე), ამიტომ შორიდან გვაპარებს.
არც არჩევნებია გამოსავალი და არც ბოიკოტიო.
მეხუთე პრეზიდენტია თუ სათითურებიანი შულერი?“ – წერს პეტრე ცისკარიშვილი.
0
0