პეტრას აუსტრევიჩუსი - პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი, ზურაბ ჯაფარიძემ უარი თქვა „ქართული ოცნების“ რეჟიმის ე.წ. საპარლამენტო კომიტეტთან თანამშრომლობაზე და დააკავეს
A-
+A
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება.
როგორც აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელ X-ში წერს, ზურაბ ჯაფარიძის დაკავება „საქართველოში პოლიტიკური დევნის სამარცხვინო მაგალითია“.
„საქართველოში პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი! „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ უარი თქვა „ქართული ოცნების“ რეჟიმის ე.წ. საპარლამენტო კომიტეტთან თანამშრომლობაზე და ის დააკავეს, წინასწარ პატიმრობა შეუფარდეს“, – წერს აუსტრევიჩუსი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო პატიმრობით შეეცვალა.
0
0
86
სიახლეები
ყველა
3
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%