
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ გასულ ღამეს ქვეყნის ერთადერთი პაკშის ატომური ელექტროსადგური მდინარე დუნაიში წყლის დაბალი დონის გამო გამორთვის პირას იყო, თუმცა წყალმა კლება შეწყვიტა.
მისი თქმით, მდინარე დუნაიში წყალმა მატება დაიწყო, შესაბამისად ატომური ელექტროსადგურის გამორთვა აღარ გახდა საჭირო.
„დაახლოებით ღამის 1:30 საათზე პაკშის ატომური ელექტროსადგურის სრულ გაჩერებამდე რამდენიმე მილიმეტრი გვაშორებდა, თუმცა შემდეგ წყლის დონემ კლება შეწყვიტა და დილისთვის ის 1,5 სანტიმეტრით გაიზარდა. ამჟამად ბოლო ტურბინა უსაფრთხოდ მუშაობს. წინ, პაკშისკენ!“, - დაწერა მადიარმა.
ცნობისთვის, მდინარე დუნაიში წყლის დაბალი დონის გამო რამდენიმე დღის წინ ატომური ელექტროსადგურის გამორთვის საკითხი დღის წესრიგში დადგა, რადგან მისი გაგრილებისთვის საჭირო რაოდენობის წყალი არ არსებობდა.
0
0