
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პეტერ მადიარმა პირველი პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, უნგრეთი არ აპირებს არცერთი უცხო სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას. მან ასევე ყველა სახელმწიფოს მოუწოდა, შეხედონ უნგრეთს როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოს.
„ტისას“ მთავრობა იქნება თითოეული უნგრელის წარმომადგენელი, მათ შორის მათი, ვინც ხმა არ მოგვცა. უნგრელებმა ხმა მისცეს არა მხოლოდ მთავრობის ცვლილებას, არამედ რეჟიმის ცვლილებას. მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანას მოლოცვისთვის. ვნახე, რომ კრემლმაც და პეკინმაც გამოთქვეს თავიანთ აზრი, რომ პატივს სცემენ უნგრელი ხალხის გადაწყვეტილებას. ისინი მზად არიან უნგრეთთან პრაგმატული თანამშრომლობისთვის, ჩვენი გეოგრაფიის გათვალისწინებით, რომელიც არ შეიცვლება.
ჩვენი სახელმწიფო არ აპირებს არცერთი უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. მოვუწოდებ ყველა უცხოურ სახელმწიფოს, რომ შეხედონ უნგრეთს, როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ, სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოს - ქვეყანას, რომელიც ორი უდიდესი ალიანსის - ევროკავშირისა და ნატოს წერია. არცერთი სიტყვა არ არის სიმართლე იმ პროპაგანდიდან, რომლითაც უნგრელი ხალხის შეცდომაში შეყვანას ცდილობდნენ. ეს იყო ჩრდილოეთ კორეის სტილის პროპაგანდა, რომელიც სიმართლის ნატამალსაც არ შეიცავდა. ვიქტორ ორბანი საკუთარი ხალხის შეშინებას ცდილობდა. უნგრელებს ემუქრებოდა, რომ ახალი მთავრობა ქვეყანას უკრაინის ომში ჩაითრევა“, - განაცხადა მადიარმა.
0
0