
პერუს სამხრეთ სანაპიროზე 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ხელისუფლების განცხადებით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა, ადგილობრივი დროით, დილის 12:36 საათზე მოხდა. ეპიცენტრი წყნარ ოკეანეში, კარაველის პროვინციაში - ატიკიპას რაიონიდან დასავლეთით, 8 კილომეტრში დაფიქსირდა. ატიკიპა დედაქალაქ ლიმადან სამხრეთით 611 კმ დაშორებით მდებარეობს, ჩილე-ბოლივიის საზღვრებთან. მიწისძვრის ეპიცენტრის სიღრმე 28 კმ იყო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა სანკოსში, იკასა და დედაქალაქ ლიმას მიმდებარე რაიონებში. როგორც სანკოსის მერმა ედერ ალკამ ABCNews-ს განუცხადა, სანკოსის გზებზე კლდეები ჩამოინგრა, რამაც რამდენიმე უბანი გარესამყაროს მოწყვიტა.
პერუს საზღვაო ძალების ჰიდროგრაფიისა და ნავიგაციის დირექტორატის განცხადებით, სეისმურმა მოვლენამ პერუს სანაპიროზე ცუნამის საშიშროება წარმოქმნა.
0
0