-share.jpg)
„პერუს ყოფილი პრეზიდენტი ალბერტო ფუხიმორი გეგმავს, რომ 2026 წელს, პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში მეოთხედ იყაროს კენჭი. მე და მამაჩემმა ვისაუბრეთ და ერთად გადავწყვიტეთ, რომ ის საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა იყოს,“ - განაცხადა ექს-პრეზიდენტის ქალიშვილმა, მემარჯვენე პარტიის Fuerza Popular-ის ლიდერმა, კეიკო ფუხიმორმა.
კეიკო ფუხიმორის განცხადების მიუხედავად, პერუს კანონმდებლობის მიხედვით, კორუფციულ ქმედებებში დამნაშავედ ცნობილ პირს პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭისყრის უფლება არ აქვს.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა პედრო პაბლო კუჩინსკიმ ფუხიმორი, 2023 წლის დეკემბერში, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, შეიწყალა. ფუხიმორს ადამიანის უფლებების დარღვევისა და კორუფციისთვის 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ექს-პრეზიდენტმა ციხეში 12 წელი გაატარა. ყოფილი პრეზიდენტი ჩილედან 2007 წელს იყო ექსტრადირებული და 2023 წლის დეკემბრამდე პერუს ციხეში იმყოფებოდა. ფუხიმორმა მაისში განაცხადა, რომ მას ახალი დიაგნოზი - პირის ღრუს ავთვისებიანი სიმსივნე - დაუდგინეს. ივლისში კი, ფუხიმორს, დაცემის შემდეგ, ბარძაყის სახსრის ჩანაცვლების ოპერაცია ჩაუტარდა.
0
0