07/12/2023
12:36
მსოფლიო
პერუს ყოფილი პრეზიდენტი, ალბერტო ფუჟიმორი, ქვეყნის დედაქალაქის ციხიდან 15-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. 2017 წლის დეკემბერში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ის ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფუჟიმორს დაბალი წნევა და არითმია აწუხებდა. პრეზიდენტმა პედრო პაბლო კუჩინსკიმ ფუჟიმორი ექიმების განცხადების შემდეგ შეიწყალა. ექიმების შეფასებით, ფუჟიმორის ავადმყოფობა განუკურნებელი იყო და ციხეში ყოფნა "მისი სიცოცხლისთვის სარისკო გახდებოდა".
ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ 85 წლის ყოფილი პრეზიდენტის შეწყალების თაობაზე 6 წლის წინანდელი მოთხოვნა ხელახლა განიხილა.
ფუჟიმორის მანქანას ასობით მხარდამჭერმა ალყა შემოარტყა, როდესაც ის ლიმას ბარბადილოს ციხეს ტოვებდა.
როგორც BBC-ი წერს, მხარდამჭერებისთვის, ალბერტო ფუჟიმორი იყო პრეზიდენტი, რომელმაც პერუ ტერორიზმისა და ეკონომიკური კოლაფსისგან იხსნა. ოპონენტებისთვის კი, ის ავტორიტარულ გავლენიან პიროვნებად ითვლებოდა.
ფუჟიმორის ავტორიტარული მთავრობის მიერ ორი აჯანყების ჩახშობის შედეგად, 69,000-მდე ადამიანი დაიღუპა. პრეზიდენტობის ვადის ამოწურვიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ფუჟიმორი ქრთამის აღებაში, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
0
0