
სასტუმროების ცნობილი ქსელის - "ჰილტონის" დამაარსებლის შვილიშვილი, მსახიობი, მომღერალი და მოდელი პერის ჰილტონი 2023 წლის იანვარში გახდა დედა. მან აღიარა, რომ შვილი მას და მის ქმარს - კარტერ რეუმს სუროგატმა დედამ გაუჩინა. ბიჭინას ფენიქსი დაარქვეს და პერისმა გადაწყვიტა, რომ პირველ ხანებში არ გამოეჩინა ბავშვი საჯაროდ. პრესტიჟული ჟურნალებისთვის გადაიღო სულ რამდენიმე ფოტო და აქამდე ბიჭუნას არ აჩენდა.
თუმცა ახლა გადაწყვიტა, ბავშვის ფოტო გაესაჯაროებინა და 9 თვის ფენიქსთან ერთად იპოზიორა. თუმცა რეაქცია საკმაოდ მოულოდნელი იყო. ფოტოების გამოქვეყნებისთანავე 18 ათასზე მეტი კომენტარი მოგროვდა და ძირითადად, ბავშვის გარეგნობას განიხილავდნენ, ნეგატიურ კონტექსტში.
გამომწერები აღნიშნავენ, რომ ბავშვს ზედმეტად დიდი თავი აქვს და ეს შეიძლება რაღაც დაავადებაზე მიანიშნებდეს. "რატომ აქვს ამხელა თავი? რამე სჭირს?", "ისე ჩანს, თითქოს მაკროცეფალია აქვს... მედდა ვარ და მესმის ეს საკითხი"... თუმცა რასაკვირველია, დამცველებიც გამოჩნდნენ და აღნიშნეს კომენტარებში, რომ არაეთიკურია ბავშვის გარეგნობის განხილვა, მით უმეტეს, სამედიცინო მუშაკის მიერ. თანაც, პერის ჰილტონს, რომელიც საკმაოდ გავლენიანი ოჯახიდანაა, პირადი ექიმების მთელი შტატი ჰყავს და პირველ რიგში, მათ დაეკითხებოდა აზრს ბავშვის ჯანმრთელობაზე, და თუ რამე პრობლემაა, თავადაც შესანიშნავად ეცოდინება...
პერისს თავად ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ამ აჟიოტაჟზე.
0
0