24/01/2025
11:20
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ საგარეო დახმარების პროგრამების 90-დღიანი შეჩერების შესახებ გაცემული განკარგულება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის პროგრამებს არ ეხება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ პენტაგონის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ უკრაინის უსაფრთხოების დახმარება არ ექვემდებარება საგარეო დახმარების ბრძანების შეზღუდვებს, რადგან იგი ეხება მხოლოდ განვითარების პროგრამებს და არა – სამხედრო მხარდაჭერას.
შესაბამისად, დონალდ ტრამპის ბრძანება არ იმოქმედებს უკრაინისთვის იარაღის წარმოების კონტრაქტებზე „უკრაინის უსაფრთხოების ხელშეწყობის ინიციატივის“ ფარგლებში, რომლებიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იქნა გაფორმებული.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას შემოწმების ჩატარებამდე აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის 90 დღით შეჩერების შესახებ, რათა განისაზღვროს, შეესაბამება თუ არა ეს პროგრამები მის პოლიტიკურ მიზნებს.
0
0