10/05/2023
09:01
მსოფლიო
პენტაგონმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსული რაკეტა „კინჟალი“ „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემის საშუალებით ჩამოაგდეს.
„შემიძლია დავადასტურო, რომ უკრაინელებმა ჩამოაგდეს რუსული რაკეტა „პეტრიოტის“ საჰაერო სარაკეტო თავდაცვის სისტემის გამოყენებით. როგორც იცით, ეს სისტემა არის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების უფრო ფართო სპექტრის ნაწილი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინას მიაწოდა“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა, პატრიკ რაიდერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პარტნიორებთან ერთად განაგრძობს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებითა და საბრძოლო მასალით უზრუნველყოფას, რათა ქვეყანამ სუვერენული ცისა და მოქალაქეების რუსეთისგან დაცვა შეძლოს.
0
0