
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თეთრ სახლს მისთვის აშშ-ის საიდუმლო საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის შესახებ არ უცნობებია.
Washington Post-თან ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნულ ინციდენტზე საუბრისას თქვა: „თეთრი სახლიდან ან პენტაგონიდან წინასწარ არ მიმიღია ინფორმაცია. ეს ჩვენთვის წამგებიანია და, ჩემი აზრით, არც თეთრი სახლის რეპუტაციისთვის არის სასარგებლო.“
გასულ თვეში, აშშ-ის სადაზვერვო დოკუმენტების გაჟონვის შედეგად უკრაინის ომის შესახებ უაღრესად გასაიდუმლოებული ინფორმაცია გამოაშკარავდა.
სავარაუდოდ, საიდუმლო დოკუმენტები სოციალური მედიის უამრავ საიტზე Discord-ის კერძო ჯგუფიდან გავრცელდა.
როგორც ცნობილია, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე აშშ-ის საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის წევრი, 21 წლის ჯეკ ტეშეირა დააკავეს.
0
0