-share.jpg)
პენტაგონი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უთვალთვალებდა.
ამის შესახებ CNN-ი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით იტყობინება, რომლებიც 7 აპრილს ინტერნეტპლატფორმებზე გავრცელდა.
გაჟონილი მასალა ეხება შეერთებული შტატების მხილებას მოკავშირეების ჯაშუშობაში. საუბარია არა მხოლოდ მტრების მასშტაბურ მოსმენებზე, არამედ – საკვანძო პარტნიორების: უკრაინის, ისრაელის და სამხრეთ კორეის.
CNN 53 მასალას გაეცნო. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, პენტაგონი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის უსმენდა.
ზელენსკისთან დაახლოებულმა პირმა ტელეარხს უთხრა, რომ ამის არ გაკვირვებია და “მოსალოდნელი” უწოდა. ამასთან, აღნიშნულია, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები გაჟონვით იმედგაცრუებული არიან.
ამერიკელი ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან, რადგან შიშობენ, რომ მასალებმა მოკავშირეებთან შესაძლოა, მათი ურთიერთობა გააფუჭოს. გარდა ამისა, ინფორმაციის მოპოვების წყაროები ახლა საფრთხის ქვეშ არიან.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025