10/12/2022
16:17
მსოფლიო
The Times-ი, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ პენტაგონმა ფარულად დაუჭირა მხარი უკრაინას, რომ რუსეთის შიგნით ტერიტორიაზე თავდასხმები განახორციელოს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით, უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკული ობიექტები იბომბება.
“როგორც ცნობილია, ოქტომბერში, კიევის მშვიდობიან მოსახლეობაზე ყოველდღიური თავდასხმები დაიწყო.
“თაიმსის” ცნობითვე, პენტაგონმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული საფრთხეები ხელახლა შეაფასა და განიხილა, შეიძლება თუ არა კიევისთვის იარაღის მიწოდებამ რუსეთსა და ნატოს შორის სამხედრო დაპირისპირება გამოიწვიოს.
მანამდე კი, პენტაგონი შიშობდა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევდა: მაგალითად, რუსეთი შემდეგ გამოიყენებდა ატომურ იარაღს ან ნატოს ქვეყნებზე საპასუხო თავდასხმას განახორციელებდა. თუმცა აშშ-ის თავდაცვის უწყებამ აზრი შეიცვალა.
”ჩვენ კვლავ ვითვალისწინებთ მოსალოდნელ ესკალაციას, თუმცა, ამ მხრივ, შიში აღარ არსებობს. ახლა სხვაგვარადაა. ეს იმიტომ, რომ ომთან დაკავშირებით გათვლები შეიცვალა იმ ტანჯვისა და სისასტიკის შედეგად, რომელსაც უკრაინელები რუსების ხელში განიცდიან,“- აღნიშნავს წყარო.
„ჩვენ არ ვეუბნებით კიევს „ნუ დაარტყამთ რუსებს“. ჩვენ ვერ მივუთითებთ მათ, რა უნდა გააკეთონ, ეს მათი გადასაწყვეტია; მაგრამ, თუ ისინი გამოიყენებენ ჩვენს იარაღს, დაჟინებით მოვითხოვთ, რომ უკრაინელი სამხედროები დაემორჩილონ ომის საერთაშორისო კანონებს და დაიცვან ჟენევის კონვენციები. უკრაინა ამ პირობებს ასრულებს კიდეც,“ - აღნიშნავს პენტაგონის წყარო.
ამავდროულად, აშშ საჯაროდ არ უჭერს მხარს და არ წაახალისებს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს, აღნიშნავს “თაიმსი”.
0
0