
კირბის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით პენტაგონი პოლონეთის მთავრობასთან კონტაქტში იმყოფება, თუმცა მიაჩნიათ, რომ მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინაში გაგზავნას თან ახლავს "სირთულეები".
”ჩვენთვის უბრალოდ გაუგებარია, რომ ამის არსებითი დასაბუთება არსებობს. გავაგრძელებთ კონსულტაციებს პოლონეთთან და ნატოს სხვა მოკავშირეებთან ამ საკითხთან დაკავშირებით და, შედეგად წარმოქმნილი რთული ლოგისტიკური გამოწვევების შესახებ, მაგრამ არ ვთვლით, რომ პოლონეთის წინადადება გონივრულია. ეს იდეა ძალიან სარისკოა, რადგან აშშ და ნატო ცდილობენ აირიდონ პირდაპირი კონფლიქტი ალიანსსა და რუსეთს შორის,” - თქვა კირბიმ.
სამშაბათს, პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მზადაა, განათავსოს საკუთარი MiG-29 ტიპის ყველა მოიერიშე თვითმფრინავი აშშ-ის საჰაერო ძალების, რამშტეინის ბაზაზე, რომელიც გერმანიაში მდებარეობს. თვითმფრინავები აშშ-ის მთავრობის განკარგულებაში გადავა და შემდეგ ისინი უკრაინაში გაიგზავნება. MiG-29-ების ჩასანაცვლებლად კი, პოლონეთმა მეორადი გამანადგურებლები მოითხოვა.
CNN-ი მრავალ წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციისთვის სრულიად მოულოდნელი იყო პოლონეთის წინადადება და, გასაჯაროებამდე, პოლონეთის ოფიციალურმა პირებმა ეს არც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს აცნობეს, როცა ის მცირე ხნის წინ პოლონეთში იმყოფებოდა. აშშ-ის ოფიციალური პირები პირადად განიხილავდნენ უკრაინაში თვითმფრინავების გაგზავნის საკითხს, თუმცა არაერთხელ აღნიშნეს რთული ლოგისტიკური გამოწვევები, რაც ამ ნაბიჯს მოჰყვება.
0
0