
პენტაგონს არ შეუძლია დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტები - რუსულია.
მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა.
„წინასწარი დასკვნების გამოტანა არ მსურს, როცა საქმე ჩვენი უსაფრთხოების ვალდებულებებსა და მე-5 მუხლს ეხება. მაგრამ ჩვენ ვაცხადებთ, რომ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დავიცავთ “, - თქვა უწყების წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, ნატო-ს მე-5 მუხლში ნათქვამია: ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან, რომ შეიარაღებული თავდასხმა ერთ ან რამდენიმე მათგანზე ევროპასა ან ჩრდილოეთ ამერიკაში - ყველას წინააღმდეგ თავდასხმად ჩაითვლება.
ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აშშ-ის დაზვერვის სამსახურის მაღალჩინოსანმა „პოლონეთში ორი რუსული რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ ფაქტი" დაადასტურა.
დაღუპულია ორი პოლონელი.
0
0
საქართველოს ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა
07/02/2026