15/02/2022
13:49
პოლიტიკა
„რეალურად გამოწვევა და პრობლემაა, რომ პენსიონერებმა არ იციან პირობების შესახებ და ამიტომ ჩვენ ვთხოვეთ ეროვნულ ბანკს, რომ შექმნას კონკრეტულად პენსიონერების მომსახურების ცენტრი, ცხელი ხაზი. რომელიც აღჭურვილია ყველა ბერკეტით, რომ დააჯარიმოს ბანკი და შესაბამისად პასუხი მოსთხოვოს. ოპოზიციას მადლობა გადავუხადე, მაგრამ ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო პრემიერ-მინისტრის ინიციატივა და ამისთვის ასევე მადლობა მინდა ვუთხრა სამთავრობო გუნდს. პენსიონერებისთვის საპენსიო სესხების ზედა ჭერი იქნება 26% და ეს არ შეიცვლება. შეიცვლება მხოლოდ უკეთესობისკენ ანუ შეიძლება დაიწიოს“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
პარლამენტის წევრმა საგარეო ვაჭრობის მონაცემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარება გრძელდება.
„იანვრის თვეში ჩვენ გვაქვს ექსპორტის 331 მილიონიანი მოცემულობა, რომელიც დაახლოებით 47%-ით არის გაზრდილი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საგარეო ვაჭრობა გასულ თვეში გაზრდილია და შეადგინა 1 109 მლნ. დოლარზე მეტი და 2019 წლის მონაცემთან შედარებით 41%-იანი ზრდა გვაქვს. ასევე მნიშვნელოვანი ძვრები გვაქვს ტურიზმის მიმართულებით. იანვარში საერთაშორისო მოგზაურებიდან 114 მლნ. დოლარზე მეტი შემოვიდა, რაც 2019 წლის მონაცემთან შედარებით 70%-იანი აღდგენაა. ბიუჯეტში ამ შემოსულობებმა შესაძლებლობა მოგვცა გაგვეზარდა პენსიონერების პენსია, ასევე პრემიერის ინიციატივით მილიონამდე ადამიანს დაუსუფსიდირდა დენის ტარიფი, ასევე გაგვეზარდა პედაგოგების და პოლიციის ხელფასები და ასევე ხუთჯერ გაგვეზარდა ვეტერანების შემოსავლები“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
0
0