
სპეციალური პენიტენციური სამსახური, მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
უწყების განმარტებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია და გავრცელდა მსჯავრდებულს ინსულტი არ გადაუტანია.
უწყების ინფორმაციით, მურთაზ ზოდელავას მიერ წარმოდგენილი ჩივილების შესაბამისად, ის კლინიკა "ვივამედში" დიაგნოზის დასმის მიზნით გადაიყვანეს.
"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას და განმარტავს, რომ მსჯავრდებულს ინსულტი არ გადაუტანია.
მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავას მიერ წარმოდგენილი ჩივილების შესაბამისად, იგი გადაყვანილ იქნა კლინიკა "ვივამედში" დიაგნოზის დასმის მიზნით, კლინიკაში ჩატარებული კვლევების შედეგად, ყველა სახის მწვავე პათოლოგიური პროცესი გამოირიცხა.
მიუხედავად მსჯავრდებულის მოთხოვნისა, რომ დაბრუნებულიყო პენიტენციურ დაწესებულებაში, იგი მოთავსებულ იქნა კლინიკაში შემდგომი დინამიკური დაკვირვების მიზნით.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ნებისმიერ პირს, თავი შეიკავოს მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან", - აღნიშნულია განცხადებაში.
0
0