24/11/2021
17:31
სამართალი
როგორც პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, ოჯახის ექიმის მიერ უკრაინულ ენაზე 2006-2010 წლებში არსებული მსჯავრდებულის სამედიცინო დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ პატიმარს დადგენილი ჰქონდა პერინატალური ენცეფალოპათიის ნარჩენი მოვლენები, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის სინდრომი.
„მსჯავრდებული ე.გ (დაბ. 18.03.1989 წ.) N8 პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლდა 30.07.2021 წ. სსსკ 19-260-ე მუხლის III, V ნაწილებით, 260-ე მუხლის III, VI ნაწილებით და განესაზღვრა 9 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს დაწესებულებაში შემოსვლისას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება, ანტიტუბერკულოზური სკრინინგი და Covid-19 ინფექციაზე ანტიგენ სწრაფი ტესტი. პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ე.გ.-ს ჩაუტარდა Covid-19 საწინააღმდეგო „ვაქცინაცია ,,ფაიზერის“ ორი დოზით. 18.08.2021 წ. მსჯავრდებულს ჩაუტარდა ოჯახის ექიმის კონსულტაცია და რაიმე ჩივილი არ წარმოუდგენია. 19.11.2021 წ. ოჯახის ექიმმა განიხილა უკრაინულ ენაზე 2006-2010 წლებში არსებული მსჯავრდებულის სამედიცინო დოკუმენტაცია, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ე.გ-ს დადგენილი ჰქონდა პერინატალური ენცეფალოპათიის ნარჩენი მოვლენები. ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის სინდრომი. 24.11.2021 წ. დაახლოებით 07:05 საათზე მორიგე ექიმმა დააფიქსირა საწოლში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც გასინჯვით მაგისტრალურ და პერიფერიულ სისხლძარღვებზე პულსაცია არ აღენიშნებოდა. არ ისმინებოდა გულის ტონები და სუნთქვა, ასევე, გუგის რეაქცია სინათლეზე იყო უარყოფითი. გარეგნული დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა. რეანიმაციული ღონისძიებების პარალელურად გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დააფიქსირა გარდაცვალების ფაქტი. მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა,”- განაცხადეს პენიტენციურ სამსახურში.
წყარო: ინტერპრესნიუსი
0
0