09/01/2023
01:31
სპორტი
„ნაპოლიმ“ 2023 წელს პირველი მატჩი მოიგო.
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი გასვლაზე „სამპდორიას“ დაუპირისპირდა. ქართველმა ლეგიონერმა თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, რომელიც 62-ე წუთზე შეცვალეს
"სამპდორიასთან" მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ, კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ კითხვაზეც უპასუხა:
"როგორ ითამაშა კვარაცხელიამ? ჩემი აზრით, შესანიშნავად. ის მეტოქის დაცვაში გასარღვევად სივრცეს ეძებდა და თავისი დრიბლინგის განხორციელებას ცდილობდა, მთელ მოედანზე შრომობდა და მეტოქესაც კი მეურვეობდა. ბევრს ფიქრობს თუ არა? ფიქრი ცუდი არაა. თამაშის რიტმის დაბრუნება მართებს. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ზურგის ტრავმის გამო დასვენებები მოუწია.
პირველი პენალტი მას უნდა შეესრულებინა, მაგრამ მოედანზე სხვა ფეხბურთელებიცაა და კარგია თუ ერთმანეთში შეთანხმდებიან. გასაკვირი არაა, რომ შევცვალე, ვინაიდან 5 ცვლილების განხორციელების უფლება მაქვს.
პარასკევს "იუვენტუსთან" მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი შეხვედრა გვაქვს. სკუდეტოზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. დაველოდოთ ამ შეხვედრას და მერე ვილაპარაკოთ", განაცხადა მატჩის შემდეგ სპალეტიმ.
„ნაპოლი“ 44 ქულით ქვეყნის ჩემპიონატის ლიდერია და 13 იანვარს „იუვენტუსს“ უმასპინძლებს, რომელმაც ზედიზედ 8 გამარჯვება მოიპოვა.
0
0