პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას შეჭრად არ მიიჩნევს
A-
+A

ჩინეთის მთავრობა უკრაინაში რუსული სამხედრო ოპერაციის შეჭრად აღიარებაზე უარს აცხადებს და კრემლის კრიტიკისგან თავს იკავებს. ამის შესახებ Reuters-ი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ვან ვენბინის კომენტარზე დაყრდნობით გვაცნობებს.
პეკინმა დაადასტურა, რომ პატივს სცემს ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ უკრაინის საკითხს რთულად და განსაკუთრებული ისტორიული ქვეტექსტის მქონედ მიიჩნევს.
"ჩვენ გვესმის რუსეთის ლეგიტიმური შეშფოთება უსაფრთხოების შესახებ", - თქვა ვენბინმა პარასკევს, 25 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.
ასევე, ჩინეთის მხარე მხარს არ უჭერს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკას.
"სანქციები არასოდეს ყოფილა პრობლემის მოგვარების ეფექტური საშუალება. ვიმედოვნებთ, რომ შესაბამის მხარეებს პრობლემების გადაჭრა დიალოგისა და კონსულტაციების გზით შეუძლიათ", - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
0
0
545
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%