
ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ, გავიმეორეთ და დღეს ჩემს სიტყვაში ვთქვი, რომ ანტიევროპული რიტორიკა უკიდურესად არასასარგებლოა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ამგვარად უპასუხა ჰერჩინსკიმ კითხვას, რომელიც ევროპარლამენტარების, კშიშტოფ ბრეიზასა და მიხალ შჩერბას მიერ „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ დასანქცირების მოთხოვნას შეეხებოდა.
„ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ, გავიმეორეთ და დღეს ჩემს სიტყვაში ვთქვი, რომ ანტიევროპული რიტორიკა უკიდურესად არასასარგებლოა. ის ძირს უთხრის ნდობას და საქართველოს მომავალი თუ არის ევროკავშირში, ის უნდა იყოს დაფუძნებული ნდობაზე“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
ამასთან, პაველ ჰერჩინსკის ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრასთან დაკავშირებით. ევროკავშირის ელჩმა აღნიშნული შეხვედრა დაადასტურა, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა.
„შემიძლია, დაგისტუროთ, რომ მიმიწვიეს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე. ამ შეხვედრის შემდეგ გამოვაქვეყნეთ განცხადება. ამ განცხადებას მეტს ვერაფერს დავამატებ“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
0
0