
შემიძლია, დავადასტურო, რომ ზეგ, 23 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ყოველთვიურ საბჭოზე და იმსჯელებენ იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დიდი ალბათობით, წევრი ქვეყნები სამ საკითხზე იმსჯელებენ.
„წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, ის განიხილონ, რაც სურთ. მე ზუსტად არ ვიცი, რაზე იქნება საუბარი, მაგრამ მოსამზადებელი განხილვების საფუძველზე, შედარებით დაბალ დონეზე, ელჩების დონეზე, შემიძლია, გითხრათ, რომ დიდი ალბათობით, წევრი ქვეყნები სამ საკითხზე იმსჯელებენ. პირველი საკითხი არის უზარმაზარი დეზინფორმაცია ევროკავშირის წინააღმდეგ, ევროკავშირის დემონიზაცია, რაც ხდება საქართველოში და ეს ხდება ხელისუფლების უმაღლეს დონეზე. მეორე საკითხია, სანქციების დაწესების შესაძლებლობა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. მესამე საკითხია უვიზო მიმოსვლის პრივილეგია, რითაც ქართველები სარგებლობენ, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების ხედვით. მაგრამ ჩვენ უნდა დაველოდოთ ორშაბათს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
0
0