
ტელეგრამის დამფუძნებელი პაველ დუროვი აცხადებს, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ, საფრანგეთში, მისი საქმის განხილვის ყველაზე კულმინაციურ პერიოდში, შუამავლის მეშვეობით, საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურებისგან მიიღო თხოვნა, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, "დახმარებოდნენ მოლდოვას მთავრობას" რამდენიმე მოლდოვური არხის ფუნქციონირების შეზღუდვით.
დუროვის თქმით, ზოგიერთი აშკარა დამრღვევი სიიდან ამოიღეს, თუმცა მეორე სიაში შედიოდა ლეგიტიმური ოპოზიციური პროექტები, რაზეც Telegram-მა უარი თქვა.
დუროვი ასევე ამბობს, რომ მას მიანიშნეს, რომ თანამშრომლობის სანაცვლოდ, სასამართლოსთვის „დადებით შეფასებებს“ მიიღებდა.
აღსანიშნავია, რომ დუროვმა 1 წლის წინ მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია, საკუთარ გვერდზე დღეს გამოაქვეყნა.
0
0
პროკურატურამ ექვს პირს ბრალდება წარუდგინა
10/11/2025