
პატრიარქს ებრძვიან, იმიტომ რომ დღევანდელ კაცობრიობას გული აქვს გამოცლილი, სიყვარული არ აქვთ, უღმერთოა, - ამის შესახებ ფსიქოლოგმა, ნანა ჩაჩუამ „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ ისაუბრა.
„რატომ არ ვეკითხებით სამი წლის ბავშვს? რატომ არ ვეკითხებით ჩვენ ადამიანს, რომელიც არის შეურაცხადი? რატომ? გეუბნებით, რომ ნამდვილად ასეა, აგერ ჯავახიშვილი რომ იყოს და ჯაყო, ჯანოსთან მივა ჟურნალისტი და იმას ეკითხება. ეს არის, იმიტომ კი არა რომ სიტყვის გამოხატვის თავისუფლება არ აქვს და სიტყვის თავისუფლება არ აქვს. სად, ვისთან, როგორ, რა ტირაჟირდება, რა? ამას აქვს მნიშვნელობა. ამას სად უნდა გავექცეთ. პატრიარქს ებრძვიან, იმიტომ რომ დღევანდელ კაცობრიობას აქვს გული გამოცლილი, სიყვარული არა აქვთ, უღმერთოა. ღმერთი არ არის კონკრეტული პერსონა, ღმერთი ეს არის ის ღირებულებები, ის მეტაღირებულებები, რომელშიც არის თავმოყრილი, ყველა ღირებულებები რომ დავალაგოთ, სინდისი, სიკეთე და სიყვარული",- ამბობს ნანა ჩაჩუა.
0
0