07/01/2025
13:28
საზოგადოება
ყოველ წელს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, შობის დღესასწაულის ღამეს, ყველა მართლმადიდებლის ოჯახში ფანჯარასთან სანთელი ინთება. გამონაკლისი არც გუშინდელი ღამე იყო.
რამდენიმე წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, შობის დღესასწაულზე ძველი ტრადიცია აღდგა და 6 იანვრის ღამეს, შობის მოლოდინში, ფანჯრებში მორწმუნეები სანთელს ანთებენ.
მიიჩნევა, რომ ეს ერთგვარი სიმბოლური გამოხატულებაა მორწმუნეებისა, რომლებიც წმინდა ოჯახს თავისთან ეპატიჟებიან, როგორც ამის შესახებ, თავის დროზე, პატრიარქმა აღნიშნა.
ფანჯრებთან სანთლების დანთების ტრადიცია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით 2000 წლიდან განახლდა.
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით რესპუბლიკის მოედნიდან დღეს 14:00 საათზე დაიწყება ალილოს მსვლელობა და რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის აღმართის ავლით წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.
16:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში შესრულდება შობის პარაკლისი.
0
0