
როგორი უნდა იყოს მომავალი პატრიარქის მისია და როგორ უნდა გაგრძელდეს უწმინდესის გზა- როგორც აბბა ალავერდელმა მეუფე დავითმა პირველი არხის ეთერში განაცხადა, უნდა ვეცადოთ, რომ რასაც უწმინდესი გვეუბნებოდა, ვასრულებდეთ, ეს მიგვიყვანს ღმერთთან, იესო ქრისტესთან.
„პატრიარქმა ძალიან გასაგებად და ღრმად თქვა- ღმერთი, სამშობლო, ადამიანი- სულიწმინდის ნიჭში, პირველია სიყვარული და სიხარული. შეუძლებელია არ შეიყვარო ღმერთი და უპატრონო სამშობლოს. თუ სამშობლოს ვერ უპატრონებ, ვერ შეიყვარებ იმ ადამიანსაც. ამ ნათქვამის ასრულება იმ გზაბილიკზეა გამავალი, რასაც ჰქვია მართლმადიდებელი ცნობიებით ცხოვრება თითოეული ჩვენთაგანის. რაგინდ რა კარგი იდეაც არ უნდა გვქონდეს, ქვეყნის სიძლიერის თუ განახლების, თუ ღმერთი არ გვიყვარს, ეს მხოლოდ ლიტონი სიტყვაა და შედეგი არ იქნება. თუ გვსურს რომ ქეყანას დავეხმაროთ, პირველ რიგში, საკუთარ სულს უნდა დავეხმაროთ. საკუთარ სულზე დახმარება არის საღვთო მცნებებით ცხოვრება. როგორც მოციქული ამბობს, ცხონდება არა ის, ვინც რჯული იცის, არამედ ის, ვინც რჯულით ცხოვრობს. ფორმულა მარტივია- გიყვარს ღმერთი, მაშინ მართალის ლოცვას ისმენს ღმერთი და ყველფერს მისცემს მას. ცოდვილთა სწყალობს, მართალნი უყვარს- ღვთის გარეშე კეთილი საქმე არ იქნება. გვსურს რომ პატრიარქის გზა გავაგრძელოთ? რასაც გვეუბნებოდა, უნდა ვეცადოთ რომ ვასრულებდეთ, ეს მიგვიყვანს ღმერთთან, იესო ქრისტესთან. პატრიარქს სხვა სურვილი არ ჰქონია. ის, როცა ამბობდა, მიყვარხარ საქართველო- გულისხმობდა, რომ ქრისტე შეიყვარა, გააცნობიერა უდიდესი მადლი, როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო და მოყვასი. შევძლებთ? ყველაფერი კარგად იქნება. ვერ შევძლებთ? მაშინ მოგვეცემა დრო, რომ ამისთვის ვიშრომოთ. პატრიარქის გზა უნდა გაგრძელდეს? გვიყვარდეს ღმერთი, გვიყვარდეს სამშობლო და გვიყვარდეს ადამიანი, ცოცხლად, ცხოვრებით და არა მხოლოდ სიტყვით- „ განაცხადა მეუფემ.
0
0