18/04/2023
15:19
მსოფლიო
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს მისთის არასოდეს უბრძანებია, რაც არ უნდა იფიქრონ ამაზე მისმა ოპონენტებმა.
„ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი, თითით გაშვერით, ამბობს, რომ პატრიარქად წოდებული, პრეზიდენტის ბრძანებით მოქმედებს. ღვთის წინაშე გეუბნებით: პრეზიდენტს პატრიარქისთვის არასოდეს არავიტარი ბრძანება არ გაუცია, არ აძლევს და დარწმუნებული ვარ, როგორც მორწმუნე, ეკლესიური ადამიანი, არ გასცემს“ - განაცხადა პატრიარქმა კირილმა დღეს, მოსკოვში, ნიკოლო-უგრეშსკის მონასტერში საღმრთო ლიტურგიის შემდეგ ქადაგებისას.
მისი თქმით, რუსეთში დღეს არის ის "სეკულარული და საეკლესიო ძალაუფლების სიმფონია", რომელზეც ოცნებობდნენ ბიზანტიაში, მაგრამ არასოდეს განხორციელებულა იქ იმპერატორის განსაკუთრებული როლის გამო, "რომელიც თავს ეკლესიის მეთაურად მიჩნევდა".
0
0