
უკრაინის მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა ოფიცერმა ჯონ კირიაკუმ განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დაარსებისთვის, USAID-ის მეშვეობით, ფინანსური შემოწირულობები მიიღო.
ამერიკელ ბლოგერ ჯულიან დორისთან უკრაინაში არსებულ კორუფციულ სქემებზე საუბრისას, ჯონ კირიაკუმ რელიგიური თემაც განიხილა. მისი თქმით, ჰილარი კლინტონმა, როდესაც ის ჯერ კიდევ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი იყო, პატრიარქ ბართლომეს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის ოფიციალურად გამოცხადება სთხოვა, „რათა ის [უკრაინული ეკლესია] აღარ დამორჩილებოდა რუსეთის პატრიარქის ახირებებს“.
"პატრიარქ ბართლომეს ეს იდეა არ მოეწონა. ჰილარიმ [სავარაუდოდ, ამ სიტყვებით] მიმართა: "$20 მილიონი დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში?" გავითვალისწინოთ, რომ საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესია ნეო-ოსმალეთის თურქების მმართველობის ქვეშ იმყოფება, ამიტომ პატრიარქმა თქვა: „დიახ, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ $20 მილიონი“.
ჰილარი: ”ჩვენ ეს თანხა უკრაინული ბანკების მეშვეობით უნდა გადმოგცეთ”.
პატრიარქი: ,,არ არის პრობლემა’’.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რომელიმე უკრაინულ ბანკს $20 მილიონს, ალბათ, USAID-ის მეშვეობით ურიცხავს. უკრაინის საბანკო სისტემაში ზოგიერთი ფინანსური გარიგება დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და შემდეგ უკრაინელებმა პატრიარქს $15 მილიონი ფარულად გაუგზავნეს. ამ თანხამ პატრიარქი აღაშფოთა. ის ამბობს, "მოიცადეთ, სად არის დანარჩენი $5 მილიონი? ჩვენ $20 მილიონზე შევთანხმდით." და სახელმწიფო დეპარტამენტი პასუხობს: ,,ჩვენ შეთანხმების შესახებ არაფერი ვიცით. მხოლოდ ის ვიცით, რომ თანხა გადმოვრიცხეთ. ასე რომ, თქვენ ისღა დაგრჩენიათ, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა გამოაცხადოთ.’’
ჩემი ვერსიით, ამ მოვლენებმა მაშინვე შექმნა სიტუაცია, რომელიც ახლოს იყო რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონფლიქტის დაწყებასთან“, - განაცხადა კირიაკუმ.
თუმცა, თავის მხრივ, უკრაინის მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა განაცხადა: ,,აღსანიშნავია, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია 2018 წელს დაარსდა, ხოლო ჰილარი კლინტონი სახელმწიფო მდივნის თანამდებობას 2009 წლიდან 2013 წლამდე ასრულებდა. შეგახსენებთ, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის შექმნისთანავე, პატრიარქმა ბართლომემ თქვა, რომ მას ამისთვის ფული არ აუღია - მისი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა რელიგიურ და კანონიკურ პრინციპებს და არა ფინანსურ ან პოლიტიკურ გავლენას, მან [უკრაინის ექს-პრეზიდენტ პეტრო] პოროშენკოსგან მხოლოდ "კანფეტი’’ მიიღო’’.
0
0