26/10/2024
19:57
არჩევნები 2024
ბათუმში და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში წინასწარი მონაცემებით ჩვენ დამაჯერებლად ვიმარჯვებთ, - ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, საარჩევნო უბნებთან მოქალაქეთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. თორნიკე რიჟვაძე ოპოზიციის ბრალდებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი დამარცხებას უნდა შეეგუონ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო საათებში მაქსიმალურად მობილიზაციის პირობებში - შევძლებთ დასახული მიზანი, როგორც მყარი კონსტიტუციური უმრავლესობის მიღწევის, ეს იქნება მიღწევადი და შესრულებადი.
მადლობა საქართველოს მოქალაქეებს, სამოქალაქო პასუხისმგებლობის კეთილსინდისიერად განხორციელებისთვის, განსაკუთრებით აჭარის მაცხოვრებლებს კიდევ ერთხელ გამოხატული ნდობისთვის. დარწმუნებული ვარ, გამარჯვებაც ძალიან მყარი და დამაჯერებელი იქნება, ხალხთან ერთად გამარჯვებას ვიზეიმებთ.
ამ არჩევნებში, როგორც საქართველოს პარლამენტის, ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ოპოზიცია კოლექტიური ნაცმოძრაობა, ყველა მათი სტრატეგიული პარტია მერწმუნეთ, რომ გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდება. საარჩევნო უბნებზე, სადაც ყოფილა მცდელობა ნებისმიერი ექსცესი მოდიოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების და მათთან შეზრდილი მედიის წარმომადგენლების მიერ, თუმცა იმდენად გამართული იყო საარჩევნო პროცესი და იმდენად ეფექტურად იმუშავეს შესაბამისმა ორგანოებმა, რომ არავის არ მიეცა შესაძლებლობა რაიმე სახით არსებითად დაერღვიათ საარჩევნო პროცესი. ერთადერთს, რასაც მოვუწოდებ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას მიიღონ ეს დამარცხება. ვინაიდან, ძალიან გარდამტეხი არჩევნები იყო ქვეყნისთვის, დარწმუნებული ვარ, როგორც საარჩევნო დღემ ჩაიარა მშვიდ გარემოში, ასე გაგრძელდება ცხოვრება საქართველოში.
მაქსიმალურად ვმუშაობთ, ჩვენს მხარდამჭერებთან, რომ მოვახდინოთ ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზაცია.
ძალიან კარგად შევჯერდით როგორც ბათუმში ასევე, ყველა დიდ ქალაქში და მუნიციპალიტეტში, მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს ამომრჩეველთან აქტიურ კოორდინაციას და მათ შორის ყველა კანონით დაშვებულ ნორმებს გამოვიყენებთ ამომრჩევლის მობილიზაციისთვის.
ბატონმა პრემიერმა ძალიან სიღრმისეულად ისაუბრა, - რამდენიმე უბნის მოგება უხარია პატივცემულ ოპოზიციას საზღვარგარეთ, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ 15 და 20 ხმა, დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე წუთში პრაქტიკულად საბოლოო შედეგები გამოცხადდება”, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ
0
0