
“ჯერ ქართული ბიზნესის მთავარი რეკეტი გახლდათ და ასობით ოჯახის გაღარიბება-გაუბედურებაში შეიტანა ლომის წილი.” - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე BBC-ის მიერ ჟურნალისტურ გამოძიებას და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ჯერ ქართული ბიზნესის მთავარი რეკეტი გახლდათ და ასობით ოჯახის გაღარიბება-გაუბედურებაში შეიტანა ლომის წილი.
შემდეგ გახდა თავდაცვის მინისტრი, რომელმაც ბრძოლის ველზე მიატოვა დახოცილი ჯარისკაცები, წაგებული ომის შემდეგ კი მულტიმილიონერად იქცა. (არც ერთი ჯანსაღი ადამიანი არ დაიჯერებს მისი გამდიდრების ისტორიას, რომელიც თავისივე ტელევიზიაში ამოილუღლუღა).
მოგვიანებით ქათმისტვინა პოლიტიკური ინვესტორის სახელი მოიხვეჭა, 1%-იან პარტიებსა და ტელევიზიებში ჩაყარა უამრავი ფული, მერაბიშვილ-ხაბეიშვილის ტანდემსა და ხოშტარიაზე დადო მსხვილი ფსონი.
მისი საპატიო წოდებების ჩამონათვალს კიდევ ერთი ბრწყინვალე სტატუსი შეემატა - პენსიონერების მძარცველი.
და წარმოიდგინეთ, ამ კაცზე დგას ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილი, ოპოზიციონერებს ამ კაცთან მლიქვნელობით, მის მარიონეტად ქცევით სურთ დაწინაურება, ძალაუფლების ხელში ჩაგდება.
ამიტომაც არის, რომ "ქართული ოცნება" 12 წელია ინარჩუნებს ხელისუფლებას.
პატიოსან ადამიანს ამ აღზევებული ჯიბგირის მოწოდებული წყალიც არ უნდა სჭირდებოდეს." - წერს ლორთქიფანიძე
0
0