19/09/2023
00:50
მსოფლიო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ირანმა 18 სექტემბერს, პატიმრების გაცვლის პროცედურა დაიწყო.
მედიის ცნობით, პატიმართა გაცვლის ფარგლებში ვაშინგტონმა და თეირანმა ხუთ-ხუთი პირი გაათავისუფლეს. აშშ, ასევე, 6 მილიარდი დოლარის ღირებულების ირანული აქტივებისთვის ყადაღის მოხსნას დათანხმდა.
მედიის ინფორმაციით, ხუთივე მათგანი უკვე კატარის დედაქალაქ დოჰასკენ მიმავალ რეისზე იმყოფება, საიდანაც სამშობლოში გაემგზავრებიან.
„ირანში დაპატიმრებული ხუთი უდანაშაულო ამერიკელი საბოლოოდ ბრუნდება სახლში“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ შეთანხმებამ არ შეცვალა ვაშინგტონის მტრული ურთიერთობა თეირანთან, მაგრამ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ დიპლომატიის კარი ღია რჩება.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ ქანაანმა განაცხადა, რომ გათავისუფლებული ირანელიდან ორი ირანში დაბრუნდება, ხოლო ორი მათი მოთხოვნით შეერთებულ შტატებში დარჩება.
0
0