"პატიმარი და ოლიგარქი - ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის" - ამ სათაურით, ბრიტანული გამოცემა "ეკონომისტი" ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ჟურნალისტი ვენდელ სტივენსონი საქართველოში ნოემბერში იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ის ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელს მარიამ ჯიშკარიანს შეხვდა და სტატიაც მხოლოდ ჯიშკარიანის და სააკაშვილის გარემოცვის მიერ მიწოდებული ინფორმაციით მოამზადა. პუბლიკაციაში არაფერია ნათქვამი ხელისუფლების ოფიციალური პირების პოზიციაზე.
"გიორგი ჩალაძემ, მისმა მეგობარმა და მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა მითხრა, რომ სააკაშვილი, მკვეთრი ძლიერი განათების ქვეშ, იზოლირებული იყო. ექიმებმა მას ანორექსია, დეპრესია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა დაუსვეს. ჩალაძეს თითქმის ყოველდღე ეძლევა უფლება კლიენტთან სტუმრობისთვის. მან მითხრა, რომ უარეს შემთხვევაში, დაინახავდი სრულიად ინვალიდ ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია მკაფიო კომუნიკაცია. ამერიკელი ტოქსიკოლოგის ანგარიშით, მას სისხლში მძიმე მეტალები აღმოაჩნდა. სასამართლოში მან თქვა, რომ სააკაშვილი მოწამლეს," - წერია სტატიაში.
0
0