
პასუხს ვაგებინებთ ყველას, ვინც მოიტანა ეს ომი ჩვენს მიწაზე, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.
ზელენსკი აქვეყნებს უკრაინაში გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკეს ასახავს.
„ასობით ათასი ფოტო, რომელიც სულსა და გულში ღრმა იარებს ტოვებს, გვახსენებს, რა გზა გავიარეთ თებერვლიდან თებერვლამდე. ეს ჩვენს დეენემში უნდა იყოს. ჩვენ არ გავტყდით, გადავლახეთ მრავალი გამოცდა და ჩვენ გავიმარჯვებთ. პასუხს ვაგებინებთ ყველას, ვინ მოიტანა ეს ბოროტება, ეს ომი ჩვენს მიწაზე, მთელი ტერორი, ყველა მკვლელობა, ყველა წამება და მაროდიორობა. რუსეთმა მკვლელის, ტერორისტის, ჯალათის, მაროდიორის გზა აირჩია. ეს არის რუსეთის სახელმწიფოს არჩევანი და ჩადენილი ტერორისთვის იქნება სახელმწიფო პასუხისმგებლობა“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
0
0