
ისრაელის გენერალური უსაფრთხოების სამსახურის, შინ ბეთის ხელმძღვანელის, რონენ ბარის თქმით, ის პირადად არის პასუხისმგებელი, რომ არ მოხდა წინასწარ გაფრთხილება 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე ჰამასის სასიკვდილო თავდასხმის შესახებ.
"ჩვენს მიერ მიღებული ზომების მიუხედავად, სამწუხაროდ, შაბათს ვერ შევძელით შესაბამისად გაფრთხილება, რაც თავდასხმის აღკვეთის საშუალებას მოგვცემდა. [...] რადგან მე ორგანიზაციის მეთაური ვარ, პასუხისმგებლობა ჩემზეა... გამოძიების დრო მოვა. ახლა ვიბრძვით". - წერს რონენ ბარი შინ ბეთის წევრებისადმი გაგზავნილ წერილში.
7 ოქტომბრის თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე, თავდაცვის უწყებამ შენიშნა უჩვეულო მოძრაობა ღაზის სექტორში, რასაც მოჰყვა გვიან ღამით სატელეფონო ზარი მაღალჩინოსნებს შორის, მაგრამ აღნიშნული ნიშნები ძირითადად უარყოფილი იყო.
მიუხედავად ამისა, ებრაულენოვანი მედიის ცნობით, ბარი მივიდა ორგანიზაციის შტაბ-ბინაში და ღაზის საზღვრებზე მცირემასშტაბიანი თავდასხმის მოლოდინში მცირე გუნდის განლაგების ბრძანება გასცა.
ორგანიზაციის ცნობით, 7 ოქტომბერს თავდასხმების დროს Shin Bet-ის სულ მცირე 10 წევრი დაიღუპა.
0
0