-share.jpg)
„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, საზოგადოებას მიმართავს:
„ამდენი პოლიტიკურად აქტიური ხალხი ხართ პოლიტიკური პარტიებით უკმაყოფილო.
ადექით, ამოარჩიეთ რომელიმე პარტია და შეცვალეთ ისე, როგორც თქვენ გინდათ.ვისაც ევროპულ საქართველო მოგწონთ, მის შინაარსთან ახლოს ხართ და თვლით, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, ადექით, მოდით ჩვენთან და მოგვაწექით, რომ სწორად გავაკეთოთ – ჩვენ ამისთვის არაერთ მექანიზმს ვქმნით:
გვაქვს სკოლა – სადაც ყოველ კვირას, 4 საათზე ვიკრიბებით და ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია მოსვლა და მოსაზრებების გამოხატვა.
გვაქვს ევროპული არჩევანის მცველების პროექტი – რომელიც პირველ შეკრებას პარასკევს გამართავს და რეგულარულად შეიკრიბება.
მალე გამოცხადდება ევროპული საქართველოს საპარლამენტო და მუნიციპალური წარმომადგენლობის შედგენის წესი და აქაც დიდი როლი ექნება ყველა მხარდამჭერს.
სხვა პარტიებთანაც მოიკითხეთ რა ხდება და თუ ისინი უფრო მოგწონთ, იმათთან მიდით, მათ მიაწექით და შეცვალეთ.
ან თქვენი დააფუძნეთ. მოკლედ, პასუხისმგებლობა აიღეთ. თორემ სხვის ომში ყველა ბრძენია.“ - წერს ჩერგოლეიშვილი.
0
0