
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წინააღმდეგ საყოველთაო ტარიფების შემოღების შემდეგ, ქვეყნები მას შეთანხმების დადების თხოვნით ურეკავენ და "ტრ**ზე კოცნიან"
"გეუბნებით, ეს ქვეყნები გვირეკავენ, ტრ**ზე მკოცნიან. შეთანხმების დადებას ცდილობენ: "გთხოვთ, გთხოვთ, სერ, შეთანხმება დავდოთ. ყველაფერს გავაკეთებთ. ყველაფერს გავაკეთებთო" - თქვა ტრამპმა 8 აპრილს რესპუბლიკური პარტიის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
"ჩემი აზრით, [სავაჭრო] ომი მსოფლიოსთან ერთად სულაც არ არის ომი, რადგან ყველა მათგანი აქ ჩამოდის. იაპონია მოდის ახლა აქ. მოფრინავენ, ბევრი მათგანი. ისინი ყველანი ხისტი მომლაპარაკებლები არიან" - დაამატა მან.
ტრამპის თქმით, იგი დარწმუნებულია თავის გადაწყვეტილებებში. "ვიცი, რასაც ვაკეთებ" - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა
0
0