
პარტია "ახალი" შეიქმნა ქვეყანაში პოლიტიკური რეალობის შესაცვლელად და რუსული ხელისუფლების დასამარცხებლად, რა თქმა უნდა, სხვა პროგრესზე ორიენტირებული პროდასავლურ პარტიებთან ერთად - აცხადებს "ახალის" თანათავმჯდომარე "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის "(ISSA) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების კომენტირებისას.
კვლევა "მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარდა და კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში? "ახალი " 9.1%-ით, მესამე ადგილზეა:
"პარტია "ახალი" არ შექნილა მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსის მოსაპოვებლად, თუმცა დარწმუნებული ვარ არჩევნებამდე, პარტია "ახალი" საარჩევნო ნომერი 4-ით იქნება უკვე არჩევნებამდე უალტერნატივოდ ძალიან მყარად დაფიქსირებული, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია, მაგრამ ეს არ არის მთავარი ამოცანა, რისთვისაც პარტია "ახალი" შეიქმნა. პარტია "ახალი" შეიქმნა ქვეყანაში პოლიტიკური რეალობის შესაცვლელად და რუსული ხელისუფლების დასამარცხებლად, რა თქმა უნდა, სხვა პროგრესზე ორიენტირებული პროდასავლურ პარტიებთან ერთად. და მე მჯერა, რომ რეალური ალტერნატივა ამ ქვეყანაში, მიმდინარე წელს, იქნება პარტია "ახალი". ამბობს ნიკა მელია
0
0