
ვაკვირდებით თუ სად მიდის გერმანელ გადასახადების გადამხდელთა ფული. მით უმეტეს, რომ ვიცით გარკვეული სკანდალების შესახებ, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოში დააფინანსოს კონკრეტული ორგანიზაციები, - განაცხადა „ქრონიკასთან“ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატმა და პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა მალტე კაუფმანმა.
მისი თქმით, დაინტერესებულები არიან, რამდენადაა ჩართული ამ ყველაფერში გერმანიის საელჩო.
„არ უნდა ჩავერიოთ უცხო ქვეყნების შიდა საქმეებში. ეს ფული მხოლოდ ისეთი მიზნებისთვის უნდა გამოიყენებოდეს, როგორიცაა მაგალითად ჰუმანიტარული დახმარება. თუმცა ჩვენ არ გვსურს ვერეოდეთ უცხო ქვეყნების და ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში. ვაკვირდებით თუ სად მიდის გერმანელ გადასახადების გადამხდელთა ფული. მით უმეტეს, რომ ვიცით გარკვეული სკანდალების შესახებ, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოში დააფინანსოს კონკრეტული ორგანიზაციები. ამიტომ გვაინტერესებს, რა ხელი ურევია ამაში გერმანიის მთავრობას და გამოიყენება თუ არა თანხა მიზანშეწონილად. გვაინტერესებს, თუ რამდენად არის ჩართული ამ ყველაფერში გერმანიის საელჩო და რამდენად სწორად გამოიყენება ფინანსები; ხომ არ ხდება რამე ისეთი, რასაც ჩვენ არ ვუჭერთ მხარს“, - განაცხადა მალტე კაუფმანმა.
პეტერ ფიშერის საქართველოში სადავო აქტივობებთან დაკავშირებით დასმული კითხვების შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გერმანული პარტია, ბუნდესტაგს ახალი შეკითხვებით მიმართავს.
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ დეპუტატებს აინტერესებთ, საქართველოში მოქმედი რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ მხარდაჭერას გერმანიის ფედერალური მთავრობისგან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროექტებით, ან სხვა საშუალებებით.
0
0