პარტია „მოქალაქეები“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის - „სოციალისტების, დემოკრატების და მწვანეების“ წევრი გახდა
23/06/2022
15:07
პოლიტიკა
A-
+A
პარტია „მოქალაქეები“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის – „სოციალისტების, დემოკრატების და მწვანეების“ წევრი გახდა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხს ლევან იოსელიანმა განუცხადა.
მოქალაქეების წევრობის საკითხი დღის წესრიგში დამტკიცდა სტრასბურგში, მიმდინარე სასესიო კვირის დასაწყისში, პოლიტიკური ჯგუფის ბიუროზე. საკითხი ევროპული პოლიტიკური ჯგუფის მიერ ხმათა უმრავლესობით იქნება მხარდაჭერილი.
პროცესს წინ უძღოდა ექვსთვიანი მოლაპარაკებები და მოსამზადებელი პროცესები.
პოლიტიკური ჯგუფი ამჟამად სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უმრავლესობაშია, 165 მანდატით.
0
0
305
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%