24/12/2024
16:54
პოლიტიკა
პარტია „ გახარია საქართველოსთვის“ კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერ რადიკალურ მოწოდებას თუ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ჟურნალისტმა ბუჩუკურს კითხვა დაუსვეს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელიც ქართულ ჯარს მოუწოდებს, არ დაემორჩილოს ახალ პრეზიდენტს და უარი თქვას ინაუგურაციაში მონაწილეობაზე.
ბუჩუკურის თქმით, პარტია „ გახარია საქართველოსთვის“ რადიკალურ მოწოდებებს ემიჯნება.
„ნებისმიერი ტიპის რადიკალური მოწოდება იქნება თუ გადაწყვეტილება, ჩვენი გუნდი კატეგორიულად ემიჯნება, მათ შორის მსგავს განცხადებებს“, – აღნიშნა ბუჩუკურმა.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძე მიესალმება მამუკა ხაზარაძის მოწოდებას ჯარის დაუმორჩილებლობის შესახებ, ბუჩუკურმა აღნიშნა, რომ იგი ზურაბ ჯაფარიძე არაა.
„მე ხომ არ ვარ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ნებისმიერი რადიკალურ განცხადებას, მოწოდებას თუ მიდგომას კატეგორიულად ემიჯნებოდა ყოველთვის, ახლაც და მომავალშიც გაემიჯნება“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. ჯაფარიძემ აღნიშნა: „როდესაც გყავს რუსული ხელისუფლება, ნებისმიერი სამხედროს ვალია, არ დაემორჩილოს მას, ჯარის მხრიდან ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი“.
0
0