22/12/2024
20:19
საზოგადოება
პარლამენტის მიმდებარედ აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
რამდენიმე წუთის წინ აქციას მსვლელობით შეუერთდნენ ვეტერანები, პედაგოგები, ლექტორები. ასევე, გაიმართა ქიზიყელების და კახელების მარში.
ასევე 21:00 საათზე, პარლამენტის წინ პრეზიდენტი სიტყვით გამოვა და აქციის მონაწილეებს მიმართავს.
რუსთაველის გამზირზე სცენა თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან განთავსდება. ამ ეტაპზე, მანქანას, სადაც რუსთაველის გამზირზე სცენის მოსაწყობად საჭირო კონსტრუქციაა განთავსებული, რუსთაველის გამზირზე გადაადგილების უფლებას არ აძლევენ, ის ბესიკის ქუჩაზეა გაჩერებული.
მოქალაქეები უკვე 25-ე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ცნობისთვის, მასშტაბური აქციები "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
0
0