14/12/2024
19:18
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა.
ისმის მოქალაქეების შეძახილები - „სცენაზე“, რითაც ისინი სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ.
როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, ამ საღამოს არანაირი პროვოკაცია არ იქნება და ყველა მშვიდად უნდა იყოს.
„ჭირში და ლხინში ერთად ვართ, აქ თუ რაღაცას ვზეიმობთ, ვიზეიმოთ, ყველაფერში ერთად ვართ. ყველა წყნარად იყოს, არაფერი მოხდება ამ საღამოს, ყველანი ერთად ვიქნებით. არანაირი პროვოკაცია არ იქნება“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
დღეს რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის ანთების ღონისძება უნდა გამართულიყო, თუმცა ამ დროისთვის საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი.
განცხადება ქალაქის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა, რომლის განცხადებითაც ნაძვის ხის ანტების ღონისძიება გადაიდო.
0
0