26/05/2023
13:37
სამართალი
პარლამენტთან მოქალაქეების ნაწილი ევროკავშირის დროშებით მსვლელობით მივიდა. ადგილზე მათ პოლიციის კორდონი დახვდათ, რათა მოქალაქეები თავისუფლების მოდენისკენ აღარ წასულიყვნენ.
დააკავეს ერთი პირი, რომელსაც არასრულწლოვან შვილთან ერთად თავისუფლების მოედანზე, იმ ტერიტორიაზე უნდოდა შესვლა, სადაც მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, დაკავებული პირი ორჯერ დაეჯახა შსს-ს წარმომადგენლებს და კორიდორი გაარღვია:
"ჩვენ განვუმარტეთ მოქალაქეებს, რომ ღონისძიება ტარდება აქ თავისუფლების მოედანზე და აქცია შეუძლიათ ჩაატარონ პარლამენტის წინ...ვესაუბრე აქციის ორგანიზატორს და მითხრა, რომ აქცია ვატარებო და როგორ არ არის აქცია... განვუმართე, რომ აქციას ვერ ჩაატარებს, რადგან მიმდინარეობს ღონისძიება თავისუფლების მოედანზე. არასრულწლოვანებთან თუ ისე იყო, ბიჭებს ეჭიდავებოდა და არაერთხელ მოუწოდეს და ორჯერ დაეჯახა პოლიციის თანამშრომლებს და გაარღვია კორიდორი დასაკავებელია" - ამბობს ვაჟა სირაძე.
გარდა ამისა, ტერიტორიაზე, სადაც ღონისძიება ტარდებოდა პოლიციამ გიორგი რურუა არ შეუშვა, ისიც შვილთან ერთად იმყოფებოდა.
"არ ვიცი რატომ არ მიშვებენ. ბავშვთან ერთად მოვედი... არც მე არ შემიშვეს არ ვიცი აქცია სადმე იყო?" - ამბობს გიორგი რურუა.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქეებმა მსვლელობა, სახელწოდებით "საქართველო ირჩევს ევროპას" მას შემდეგ დააანონსეს, რაც 26 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებით, დეკორაციებში ევროკავშირის სიმბოლიკა იყო გამოყენებული.
0
0