27/10/2022
12:34
პოლიტიკა
დღეს, 27 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გასამართი სახალხო დამცველის კანდიდატების მოსმენა გადაიდო. პარლამენტის პრესსამსახურში "რადიო თავისუფლებას" განუცხადეს, რომ გრაფიკი, თუ როგორ და როდის გაგრძელდება კანდიდატების მოსმენა, დაზუსტდება და ინფორმაციას გაავრცელებენ.
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ხახუბია. ის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.
სახალხო დამცველის კანდიდატების მოსმენა 25 ოქტომბერს დაიწყო. ამ დრომდე, 19-დან 7 მათგანს უკვე მოუსმინა კომიტეტმა.
აქამდე არსებული განრიგით, კანდიდატებთან გასაუბრება 29 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო. ამავე დღეს იყო დაგეგმილი მათი კენჭისყრა.
სახალხო დამცველის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო.
0
0