28/04/2024
18:31
პოლიტიკა
პარლამენტი მიმდინარე კვირაში სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივაზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს.
სალომე ზურაბიშვილის მიერ უკან დაბრუნებულ კანონპროექტსა და მოტივირებულ შენიშვნებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 29 აპრილს იმსჯელებს.
პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა პარლამენტში “გირჩის“ ავტორობით წარდგენილ და “ქართული ოცნების“ უმრავლესობის მხარდაჭერით მიღებულ კანონპროექტს, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ჯერ კიდევ მოქმედი კანონმდებლობით, 2024 წლის 26 ოქტომბრისა და შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიების ყოველ ოთხეულში ერთი მაინც ქალი უნდა იყოს, ხოლო პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის - ქალი პარტიული სიის ყოველ სამეულში უნდა იყოს.
0
0