19/04/2024
12:37
პოლიტიკა
პარლამენტში, ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მოსმენა დაიწყო.
შს მინისტრმა სიტყვით გამოსვლა ბოლო დღეებში, თბილისში გამართული აქციითა და პოლიციის ქმედებების შეფასებით დაიწყო. მისი განცხადებით, სამართალდამცველებს ბევრი შეურაცხყოფის მოთმენა მოუწიათ.
გომელაური ოპოზიციამ პარლამენტში ოჯახში ძალადობის საკითხთან დაკავშირებით დაიბარა და ამ თემაზე მას მარტის თვეში მიმართა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შს მინისტრმა უნდა უპასუხოს კითხვას, რა ღონისძიებებს ატარებს უწყება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დაგვიანებულ რეაგირებაზე, რასაც შედეგად განმეორებითი ძალადობა მოჰყვა. ასევე, რა ღონისძიებები ტარდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღეს გომელაური პარლამენტში ისაუბრებს, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება.
0
0