
დეოლიგარქიზაციის შესახებ მომზადებული კანონპროექტი დღეს საქართველოს პარლამენტში, ბიუროს სხდომას წარედგინა. პარლამენტის იურიდიულმა დეპარტამენტმა ბიუროს წევრებს მიუთითა, რომ კანონის მიღება რიგ სხვა საკანონმდბელო აქტებში ცვლილებებს იწვევდა, რაც ძირითად პროექტთან ერთად წარდგენილი არ იყო.
იურიდიულმა დეპარტამენტმა ბიუროს რეკომენდაციით მიმართა, რომ პროექტის ინიცირებისას ამ ფაქტზე ემსჯელათ და გადაწყვეტილება ისე მიეღოთ.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განმარტა, “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ძირითად კანონს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები დასჭირდება, თუმცა აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ელიან, როგორ დასკვნას მიიღებს უკრაინის ხელისფლება ანალოგიურ კანონზე ვენეციის კომისიისგან.
შეგახსენებთ: იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის პროექტი უკრაინული მოდელის ანალოგია. მათ შორის სხვაობა მხოლოდ სათაური და უწყებაა, რომელიც ოლიგარქების ვინაობას ადგენს, ბოლო სხვაობის მიზეზი კი სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელებია.
პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად – ოლიგარქად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს:
პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს;
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;
არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს;
მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს. კანონპროექტით, ოლიგარქებს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ. რეესტრთან დაკავშირებულ წესებს, მათ შორის მისი შექმნისა და წარმოების წესებს, პარლამენტი დაამტკიცებს. რეესტრის შექმნასა და წარმოებას პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს.
კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად ცნობილ პირს, რომლის შესახებ მონაცემებიც შესაბამის რეესტრში შევა, გარკვეული ფინანსური აქტივობები ეზღუდება.
კერძოდ, რეესტრში შეყვანილ ოლიგარქს ეზღუდება:
1. პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად თავისი სახსრებიდან შემოწირულებების გაღება, სამუშაოს შესრულება, საქონლის, მომსახურების ან ნაღდი ფულის მიწოდება, დაკავშირებული პირების მეშვეობით ან/და ისეთი იურიდიული პირების მეშვეობით, სადაც ის საბოლოო ბენეფიციარია, სამუშაოს შესრულება, საქონლის ან მომსახურების მიწოდება; აგრეთვე “საარჩევნო კოდექსი” შესაბამისად კანდიდატების საარჩევნო ფონდში (გარდა თავისი საარჩევნო ფონდისა) შემოწირულებების გაღება და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების დაფინანსება.
2.ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი); 3. ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა.
პროექტის მიხედვით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი ამოქმედებიდან 10 წლის გასვლისთანავე ძალას დაკარგავს.
0
0
ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
21/03/2026