05/04/2023
14:13
პოლიტიკა
პარლამენტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი 80 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ცვლილებების მიზანს სახელმწიფო პოლიტიკის და პროგრამების შემუშავების და განხორციელების პროცესში განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე მართლმსაჯულების სფეროებს შორის კოორდინაციით და უწყებათაშორისი თანამშრომლობით ჩართულობა წარმოადგენს. პროცესი ასევე ითვალისწინებს ბავშვების, აკადემიური წრეების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენელთა მონაწილეობას.
ცვლილებებით, უწყებათაშორისი კოორდინაციის მექანიზმისა და ელექტრონული სისტემის და ამ პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის დეტალური გაწერის ფუნქციის მთავრობაზე დელეგირება მოხდება. მთავრობის მიერ ამ აქტების მიღების შემდეგ, შესაბამის უწყებებს კოორდინირებულად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით და ბავშვის პერსონალურ მონაცემთა მაქსიმალური დაცვით კოდექსის იმპლემენტაციის საშუალება ექნებათ.
0
0