31/05/2023
22:49
პოლიტიკა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს და 81 ხმით დაუჭირეს მხარი საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „იარაღის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე.
პროექტით ახლებურად გაიწერა იარაღთან დაკავშირებული რეგულაციები. კერძოდ: თავდაცვის იარაღად ჩაითვლება ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის საერთო სიგრძე 55 სანტიმეტრზე ნაკლებია, ხოლო ყველა სხვა იარაღი, რომლის სიგრძე აღემატება 55 სანტიმეტრს, ჩაითვლება სანადირო იარაღად.
ასევე, პოლიციას ექნება უფლებამოსილება, ადგილზე მივიდეს და შეამოწმოს, რამდენად იცავს იარაღის მფლობელი იმ წესებს, რაც დადგენილია იარაღის შენახვისთვის და თუკი სახლში არ მოხდება პოლიციელის დაშვება, ამ შემთხვევაში მოქალაქე ვალდებული იქნება, შვიდი დღის ვადაში თავად წარადგინოს პოლიციაში მის საკუთრებაში არსებული იარაღები.
0
0